თამარ გაბუნია - გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, მედიკამენტური მზაობის გარდა, დამატებით ხუთი პირველადი ჯანდაცვის ცენტრია მობილიზებული
თამარ გაბუნია - გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, მედიკამენტური მზაობის გარდა, დამატებით ხუთი პირველადი ჯანდაცვის ცენტრია მობილიზებული

სრული მზაობა გვაქვს, ამ დროისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ეპიდემიის რისკი არ აღინიშნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განუცხადა.

გაბუნიას თქმით, გრიპის შემთხვევების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნაკლებია.

„სისტემის მზაობა არსებობს. მოგეხსენებათ, 100 000 დოზის ვაქცინა ჰქონდა შემოტანილი დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ამ ვაქცინების დიდი ნაწილი უკვე გამოყენებულია მაღალი რისკის ჯგუფებზე, ვისთვისაც ეს ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა მედიკამენტური მზაობისა, დამატებით ხუთი პირველადი ჯანდაცვის ცენტრია მობილიზებული“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.