თამარ გაბუნია - გლდანის საავადმყოფო არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი და შესაძლოა, დამატებით დახმარება დასჭირდეთ
თამარ გაბუნია - გლდანის საავადმყოფო არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი და შესაძლოა, დამატებით დახმარება დასჭირდეთ

გლდანის საავადმყოფო არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი და შესაძლოა, დამატებით დახმარება დასჭირდეთ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, გლდანის საავადმყოფოში არის ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობა, ასევე მობილიზებულია რეანიმაციების ბრიგადა.

„მე გახლდით გლდანის საავადმყოფოში რამდენიმე ხნის წინ. ასევე რეგულირების სააგენტომ შეამოწმა. რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შემიძლია ვთქვა, არის, რომ გლდანის საავადმყოფოში შექმნილია ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობა, რეანიმაციების ბრიგადა მობილიზებულია. ინტენსიური თერაპია ნიშნავს მიმდინარე პერიოდში კარდიალურ ფუნქციებზე დაკვირვებას, ასევე გადასხმების უზრუნველყოფას, ინტენსიური თერაპიის სხვა შესაძლებლობების გამოყენებას, თუკი ამის საჭიროება დადგება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს კლინიკა არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი და ბუნებრივია, შესაძლოა, დამატებით დახმარება დასჭირდეთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.