თამარ გაბუნია - გამოჩნდა სხვადასხვა მომწოდებელი, „როშესგან“ ავტორიზაცია მიიღო სხვა მწარმოებლებმაც, რათა გლობალური დეფიციტის პირობებში „ტოცილიზუმაბის“ სხვადასხვა ქვეყანაში მიწოდება გააქტიურდეს
გამოჩნდა სხვადასხვა მომწოდებელი, „როშესგან“ ავტორიზაცია მიიღო სხვა მწარმოებლებმაც, რათა გლობალური დეფიციტის პირობებში, „ტოცილიზუმაბის“ მოწოდება გააქტიურდეს სხვადასხვა ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც პაციენტი აუცილებლად საჭიროებს „ტოცილიზუმაბით“ მკურნალობას, შეზღუდული რაოდენობის გამო, კლინიკიდან კლინიკაში ხდება მედიკამენტის გადანაწილება.
„ტოცილიზუმაბის“ მომწოდებელი არის „როშე“, რომელმაც ქვეყანაში მედიკამენტის გარკვეული რაოდენობა შემოიტანა. იმ კლინიკებს, რომლებიც თავიანთ პრაქტიკაში „ტოცილიზუმაბს“ იყენებდნენ, პანდემიის პირველივე დღიდან ჰქონდათ შეკვეთილი ეს რაოდენობა, სამინისტრო კი უბრალოდ ფასილიტაციის სახით ერეოდა და საჭიროების შემთხვევაში, დათმობა ხდება მედიკამენტის. მაგალითად, აჭარაში მოხდა შემთხვევა, როდესაც რესპუბლიკურმა საავადმყოფომ თავისი მარაგიდან გადასცა აჭარას მედიკამენტი.
„ტოცილიზუმაბთან“ დაკავშირებითაც მიმდინარეობს მუშაობა. უკვე გამოჩნდა სხვადასხვა მომწოდებელი, რადგან „როშესგან“ ავტორიზაცია მიიღო სხვა მწარმოებლებმაც, რათა გლობალური დეფიციტის პირობებში, „ტოცილიზუმაბის“ მოწოდება გააქტიურდეს სხვადასხვა ქვეყანაში. ასე რომ, დამატებითი რაოდენობის მოწოდებაც იქნება აუცილებელი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.