თამარ გაბუნია - ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აქტიურად დავაკვირდებით, საჭირო თუ იქნება რაიმე დამატებითი ზომა, ეს ნაბიჯებიც არ დააყოვნებს
თამარ გაბუნია - ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აქტიურად დავაკვირდებით, საჭირო თუ იქნება რაიმე დამატებითი ზომა, ეს ნაბიჯებიც არ დააყოვნებს

დღევანდელი მდგომარეობით, დაფიქსირდა 171 ახალი შემთხვევა, თუმცა ეს შაბათ-კვირის ეფექტია. ჩატარდა 15 ათასი ტესტი. დადებითობის მაჩვენებელი ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ასევე შვიდ დღეში ორ პროცენტზე დაბალი რჩება, თუმცა გასული კვირის ბოლოს ვნახეთ შემთხვევების მატება 400-დან 500-მდე ფარგლებში, რაც არის საყურადღებო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა, მოქალაქეებმა არსებული რეგულაციები დაიცვან.

„შესაბამისად, იმისთვის, რომ არ მივიღოთ შემთხვევების შემდგომი გავრცელების ესკალაცია, ძალიან მნიშვნელოვანია დადგენილი წესების ზედმიწევნით დაცვა.  ყველაზე მთავარი გახლავთ პირბადის გამოყენება, ხელების ჰიგიენა და დისტანციის დაცვა. ამ წესებით და აქტიური ტესტირების პროგრამით, ვფიქრობთ, შესაძლებელი იქნება დროულად მოხდეს რეაგირება შემთხვევათა მატებაზე. ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აქტიურად დავაკვირდებით და თუ საჭირო იქნება რაიმე დამატებითი ზომა, ეს ნაბიჯებიც არ დააყოვნებს“, – განაცხადა გაბუნიამ.