თამარ გაბუნია - პასუხების პერიოდი დიდი რაოდენობის ტესტების გამო გაიზარდა, თუმცა 7-8 დღიანი დაგვიანება ნამდვილად არ ყოფილა
ტესტირებაზე პასუხის 7-8 დღიანი დაგვიანება ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა იყო გარკვეული დაგვიანება იმ კუთხით, რომ თუკი წარსულში 24 საათის განმავლობაში გვქონდა პასუხი, დიდი რაოდენობის ტესტირებების გამო დაყოვნების პერიოდი დაახლოებით სამ დღემდე გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, იმ პირებმა, რომლებსაც კოორნავირუსზე ტესტირება აქვთ ჩატარებული, პასუხების მოლოდინის დროს თვითიზოლაციის წესები უნდა დაიცვან.
„ტეტსირებაზე პასუხის 7-8 დღიანი დაგვიანება ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა იყო გარკვეული დაგვიანება იმ კუთხით, რომ თუკი წარსულში 24 საათის განმავლობაში გვქონდა პასუხი, დიდი რაოდენობის ტეტსირებების გამო დაყოვნების პერიოდი დაახლოებით სამ დღემდე გაიზარდა.
ზოგიერთ შემთხვვაში პასუხის გადამოწმება ხდება საჭირო, რასაც შესაძლოა, დამატებითი დრო დასჭირდეს. საველე ტესტირების პასუხები ამ ეტაპისთვის ამოწურულია. ვფიქრობთ, ხვალ, ზეგიდან უკვე 24-საათიანი ტესტირების პასუხს დავუბრუნდებით. მთავარია, როდესაც ადამიანი მომლოდინე რეჟიმშია, თვითიზოლაციის პირობები უნდა დაიცვას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.