თამარ გაბუნია - დიდი ხანია, განსაზღვრულია კლინიკები, რომლებიც კოვიდმართვის პროცესში ჩაერთვებიან
თბილისში საწოლების რაოდენობა ყველაზე მეტია და ის კლინიკები, რომლებიც „კოვიდის“ მართვის პროცესში უნდა ჩაერთონ, დიდი ხანია, განსაზღვრულია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საწოლების მობილიზების მიზნით, კიდევ ორ კლინიკასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ზოგადად, თბილისში საწოლების რაოდენობა ყველაზე მეტია და ის კლინიკები, რომლებიც მთავრობის დადგენილებით „კოვიდის“ მართვის პროცესში უნდა ჩაერთონ, დიდი ხანია, განსაზღვრულია. დიდი კლინიკები, პროცესში ჩაერთვება ბოკერიას სახელობის კლინიკა, რომელსაც 300-მდე საწოლი აქვს. ასევე, უკვე ჩაერთო ახალი კლინიკა „M მედი”, რომელიც ბავშვებზე იქნება ორიენტირებული. ამასთან, ორ კლინიკასთან – „ჯერარსთან“ და „ვივამედითან“ მიმდინარეობს მუშაობა, რომ საწოლფონდის მობილიზება სწრაფად მოხდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.