თამარ გაბუნია - ჩვენს სინამდვილეში საველე ჰოსპიტალის ანალოგი არის კოვიდსასტუმრო
ჩვენს სინამდვილეში საველე ჰოსპიტალის ანალოგი არის კოვიდსასტუმრო, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საველე ჰოსპიტალებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მისივე თქმით, ჯანდაცვის უწყებებმა კოვიდსასტუმროებში სამედიცინო მართვის ელემენტების შეტანა აჭარიდან დაიწყო, რამაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, კოვიდსასტუმროში მოთავსებულ პაციენტებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, საჭიროების შემთხვევაში, ჟანგბადის კონცეტრატორებით ისარგებლონ.
„ჩვენს სინამდვილეში საველე ჰოსპიტალის ანალოგი არის კოვიდსასტუმრო, სადაც სამედიცინო მართვის ელემენტების შეტანა ჩვენ აჭარიდან დავიწყეთ, რადგან იქ ამის აუცილებლობა ყველაზე ადრე და მწვავედ დადგა. ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ. აჭარაში პროგრამაში ჩართული არიან სასტუმროები, სადაც პაციენტების რაოდენობა დღეს არის – 400-500. მორიგეობენ გუნდები, ექიმები, ექთნები და სტუდენტებიც დაგვემატენ. სტუდენტების მობილიზაცია ძალიან აქტიური იყო ბოლო პერიოდში. სტუდენტები სერიოზულ დახმარებას დარმოადგენს არიან როგორც სავაადმყოფოებში, ასევე სასტუმროებში.
ჩვენს შემხთვევაში, საველე ჰოსპიტალის ლოჯისტიკა და გამართვა, მისი ფუნქცინიორების პროცესში პაციენტისთვის კომფორტის შექმნა ძალიან რთულია. ამ შემთვევაში, ჩვენ სასტუმროს ინფრასტრუქტურა გამოვიყენეთ. ყველა სხვა დანარჩენი ელემენტი – ინტენსიური თერაპია და მწვავე სარეანიმაციო ღონისძებები ვერ მოხვდება სტანდარტული ჰოსპიტალის გარეთ. ამისთვის რჩება ჰოსპიტალი, სადაც არის ჟანგბადის უზრუნველყოფის მაქსიმალური მობილიზაცია. კოვიდსასტუმროებში დაემატა ასევე, ჟანგბადის კონცეტრატორები. ეს არის პორტატული ჟანგბადის აპარატი, რომელიც გამოიყენება საავადმყოფოს გარე პირობებში. შეგვიძლია, ბინასა და სასტუმროში გამოვიყენოთ. თუ პაციენტი დროებით ჟანგბადს საჭიროებს, ამის შესაძლებლობა მარტივად არის. ასევე შესაძლებელია, ეს გამოვიყენოთ ტრანსპორტირებამდე სტაბილიზაციისთვის“, – განაცხადა გაბუნიამ.