თამარ გაბუნია - ჩვენი ქვეყნის მონაცემებით, ორჯერადად ვაქცინირებულ პირებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან დაბალია
თამარ გაბუნია - ჩვენი ქვეყნის მონაცემებით, ორჯერადად ვაქცინირებულ პირებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან დაბალია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს მონაცემებით, ორჯერადად ვაქცინირებულ პირებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან დაბალია.

გაბუნია ყველას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენოს შესაძლებლობა და აიცრას.

„დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი ერთჯერ ვაქცინირებულ პირებშიც. 0.3 პროცენტია ორჯერ ვაქცინირებულებში, ხოლო 0.8 პროცენტი ერთხელ ვაქცინირებულ პირებში, რაც კიდევ ერთი დასტურია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია და რეალურად, რამდენად დადებითი შედეგი აქვს ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით.

ვაქცინაციის მნიშვნელობა უდავოდ და ცალსახად ძალიან მაღალია. მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და სწრაფად შევუერთდეთ ორჯერ ვაქცინირებულთა რიგებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.