თამარ გაბუნია - აუცილებელ ამბოლატორიულ კვლევებზე ხელმისავწდომობის გაფართოება იგეგმება
როგორც კი აჭარაში შემთხვევების მატება დაიწყო, დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ სამედიცინო ჯგუფები მაქსიმალურად გაძლიერებულიყვნენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, იგეგმება გაფართოვდეს ხელმისაწვდომობა აუცილებელ ამბოლატორიულ კვლევებზე, რაც მედიკოსებს საშუალებას მისცემს, ნახონ, პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა თუ არა.
„სექტემბრის ბოლოს, როგორც კი აჭარაში შემთხვევების მატება დაიწყო და პაციენტების პირველი ჯგუფი დარჩა ბინებსა და სასტუმროებში, დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ სამედიცინო ჯგუფები მაქსიმალურად გაძლიერებული ყოფილიყვნენ. ჯგუფებში დაემატნენ ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალების მიმართულებით დიდი გამოცდილება ჰქონდათ, რათა პაციენტს, რომელსაც მკურნალობა ჰოსპიტალში ჰქონდა დაწყებული და გადადიოდა სასტუმროში, მიეღო საჭირო მედიკამენდი და დანიშნულება.
რამდენიმე კვირაა, ეს მოდელი აჭარაში მუშაობს. ასევე, ქვეყნის სხვა რეგიონების სასტუმროებში სამედიცინო პერსონალის სერვისი ეტაპობრივად ფართოვდებოდა. ამ ეტაპზე იგეგმება მეტად გაფართოვდეს ხელმისაწვდომობა აუცილებელ ამბოლატორიული კვლევებზე, რომლებიც გვაძლევს საშუალებას ვნახოთ, ხომ არ არის მდგომარეობა საყურადღებო, არის თუ არა გამოხატული ანთების სურათი და როგორ მდგომარეობაშია ფილტვი.
გაიდლანი განსაზღვრავს ჩვენებებს, ვის როდის სჭირდება დამატებითი გამოკვლევა სისხლის ანალიზის კუთხით. დ – დიმერი, რომელიც უჩვენებს სისხლის შედედების ფუნქციებს, ესეც საყურადღებოა, ასევე კომპიუტერული ტომოგრაფია.
ეს მოდელი ეტაპობრივად გაფართოვდება ქვეყნის სხადასხვა ადგილზე, ოჯახის ექიმის მითითებით და არა – პაციენტის სურვილით, რადგან გაიდლაინი მკაფიოდ განსაზღვრავს, როდის არის საჭირო ამ ტიპის შეფასება“, – განაცხადა გაბუნიამ.