თამარ გაბუნია - აცრის წინ გამოკვლევები საჭირო არ არის, თუმცა განსაკუთრებული მდგომარეობის დროს, პაციენტს ვურჩევთ, გაიაროს კონსულტაცია მკურნალ ექიმთან
თამარ გაბუნია - აცრის წინ გამოკვლევები საჭირო არ არის, თუმცა განსაკუთრებული მდგომარეობის დროს, პაციენტს ვურჩევთ, გაიაროს კონსულტაცია მკურნალ ექიმთან

აცრის წინ დ-დიმერის ან სხვა რომელიმე გამოვლევის ჩატარება საჭირო არ არის, თუმცა განსაკუთრებული მდგომარეობის დროს, პაციენტს ვურჩევთ გაიაროს კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის წინ გამოკვლევების ჩატარება არც ერთი პროტოკოლით რეკომენდებული არ არის.

„აცრის წინ არანაირი გამოკვლევის ჩატარება არც ერთი პროტოკოლით რეკომენდებული არ არის, თუმცა თუ არის რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობა, თუ არის მიმდინარე სერიოზული დაავადება ან მედიკამენტური მკურნალობა, პაციენტს ვურჩევთ კონსულტაცია გაიაროს თავის მკურნალ ექიმთან. რუტინულად ან დ-დიმერის ან რომელიმე სხვა გამოკვლევის ჩატარება ვაქცინაციის წინ არ არის საჭირო“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.