თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში ვაქცინის დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი ძალიან დაბალია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ვაქცინის დანაკარგი პრაქტიკულად არ არის „ფაიზერზე“, „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში კი მცირე დანაკარგია.
მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, ვაქცინის დანაკარგის მაჩვენებელი ერთ პროცენტზე დაბალია.
„ვაქცინის დანაკარგის სტატისტიკას, რა თქმა უნდა, ვაწარმოებთ. პრაქტიკულად, არ არის დანაკარგი „ფაიზერზე“ და ძალიან მცირე დანაკარგია „ასტრაზენეკაზე“. თავიდან დანაკარგი მეტი იყო და ახლა პროცენტი შემცირებულია. ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია, პრაქტიკულად, ერთ პროცენტზე ნაკლებია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.