თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი გავრცელება და გაზრდილი სიკვდილიანობა შესაძლოა, ინდური შტამის გავრცელებასთან იყოს დაკავშირებული
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი გავრცელება და გაზრდილი სიკვდილიანობა შესაძლოა, ინდური შტამის გავრცელებასთან იყოს დაკავშირებული.
ამის შესახებ გაბუნიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე: „დღეს ინფიცირებულთა რაოდენობა მაღალი იყო, ასევე ისევ მაღალია სიკვდილიაონობის მაჩვენებელი, რას უკავშირდება ინფიცირების მატება, გარკვეულწილად, ხომ არ არის კავშირში ეგრეთ წოდენბულ ინდურ ვარიანტთან“, გაბუნიამ განაცხადა, რომ ამას არ გამორიცხავს.
„დელტა“ ვარიანტის, ეგრეთ წოდებული ინდური შტამის გავრცელების შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ადრეც გაავრცელა ინფორმაცია. ბოლო პერიოდის განმავლობაში დამატებით შვიდი შემთხვევა დადასტურდა, რაც მიუთითებს, რომ ქვეყანაში ინდური შტამი ცირკულირებს. დაახლოებით 10-დან 20 პროცენტზეა შესაძლო გავრცელება. არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევების სწრაფი გავრცელებაც და დაავდების შედარებით მძიმე მიმდინარეობა, რაც გაზრდილ სიკვდილიანობას იწვევს, კავშირში იყოს დელტა შტამის გავრცელებასთან. თუმცა ამ ეტაპზე მიზეზ-შედეგობრივი დაკავშირება რთულია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.