თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში ე.წ. ინდური შტამის 72 შემთხვევაა დადასტურებული
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში ე.წ. ინდური შტამის 72 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამის სულ 72 შემთხვევაა დადასტურებული.

მისივე თქმით, ამ ფონზე იზრდება რისკი, რომ ბავშვებში საყურადღებო შემთხვევები მოიმატებს.

„ახალი შტამების ცირკულაციის პირობებში, განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს დელტა შტამი, უკვე ქვეყანაში 72 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, რა თქმა უნდა, რისკი იმისა, რომ ბავშვებში საყურადღებო შემთხვევები მოიმატებს, იზრდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.