თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას განაგრძობს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მისივე თქმით, როგორც კი მას ექნება „პისიარ“ უარყოფითი პასუხი, სამუშაოს დაუბრუნდება.
„ჯანდაცვის მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აგრძელებს თვითიზოლაციას და მკურნალობას, როგორც კი მას ექნება „პისიარ“ უარყოფითი პასუხი, ის დაუბრუნდება სამუშაოს“, – განცხადა თამარ გაბუნიამ.
ამასთან, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მინისტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აიცრება მას შემდეგ, რაც მისთვის ვაქცინაცია რეკომენდებული იქნება.
„ვაქცინის მეორე დოზას გაიკეთებს იმის მიხედვით, როგორი იქნება რჩევა, რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით. როგორც იცით, ახალ ინფექცია გადატანის შემთხვევაში, ჩვენთან ჯერჯერობით მეორე დოზა არ კეთდება“, -აღნიშნა გაბუნიამ.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი პირველ ივნისს დაუდასტურა.