თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ივნისში საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 000-მდე დოზას მიიღებს
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ივნისში საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 000-მდე დოზას მიიღებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ივნისში ქვეყანა „ასტრაზენეკას“ დამატებით დოზებს მიიღებს.

მისივე თქმით, დანარჩენი ვაქცინების მოწოდების ვადებსა და დოზებთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.

„ივნისში ჩვენ ველოდებით „ასტრაზენეკას“ დამატებით დოზებს, დაახლოებით 43 000 დოზა გვაქვს კიდევ „კოვაქსის“ პლატფორმიდან მისაღები, რაც ივნისში უნდა მივიღოთ.

რაც შეეხება დანარჩენი ვაქცინების მოწოდების ვადებსა და დოზებს, როგორც კი გვექნება კონკრეტული ინფორმაცია, ამას გაგიზიარებთ და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.