თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ახლო მომავალში საქართველოში კოვიდპასპორტების გაცემის პრაქტიკა დაინერგება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ახლო მომავალში საქართველოში კოვიდპასპორტების გაცემის პრაქტიკა დაინერგება.
მისივე თქმით, ამ კუთხით მუშაობა უკვე დაწყებულია.
„კოვიდპასპორტებს ნამდვილად განვიხილავთ. მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც აისახება კოვიდპასპორტში. ეს იქნება აუცილებლად ვაქცინაციის ისტორია, გადატანილი დაავადების ისტორია და რიგ შემთხვევაში, „პისიარ“-ტესტის პასუხი. აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს მუშაობა და ვფიქრობთ, მოკლე ხანში რეალურად დაინერგება ეს პრაქტიკაც“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.