თამარ ჩერგოლეიშვილი - ნაცმოძრაობავ, გაგვაგებინეთ, თქვენი თავმჯდომარე რას ბოდავს, თქვენი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე სად არის
როცა ერთსულოვან გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე, ღირსეული ადამიანი გასაჯაროებამდე შიგნით კამათობს გადაწყვეტილების შესაცვლელად, – ამის შესახებ გამოცემა „ტაბულას“ ხელმძღვანელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, რომელიც გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.
„ნაცმოძრაობავ – გაგვაგებინეთ, თქვენი თავმჯდომარე რას ბოდავს. თქვენი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე სადაა? და ასევე საინტერესოა, რას ფიქრობს ვაშაძის განცხადებაზე თქვენი ბელადი? თანმიმდევრულობა თქვენი ძლიერი მხარე არ ყოფილა, რაც თქვენგან ტვინები გავიდა, მას მერე, განსაკუთრებით, მაგრამ ეს ახლა ყველას ეხება და ეგებ განგვიმარტოთ მედიას!
მიუხედავად იმისა, ვეთანხმებოდი თუ არა ბოიკოტს, ხელისუფლებაზე ეფექტიანი წნეხისთვის ცალსახად ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია თანმიმდევრულობა.
ამასთან – ყველაფერს აქვს თავისი წესი.
როცა ერთსულოვან გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე, ღირსეული ადამიანი, გასაჯაროებამდე შიგნით კამათობს გადაწყვეტილების შესაცვლელად.
ეს ვაბშე რა წესია? სად გაიზარდეთ?“, – აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.
გავრცელებულ განცხადებაში გრიგოლ ვაშაძემ პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.