თამარ ჩერგოლეიშვილი - ეს ჩრდილოვანი თამაშებიც ისეთი ფიასკოთი დასრულდება, როგორც სააკაშვილის ვოიაჟი
თამარ ჩერგოლეიშვილი - ეს ჩრდილოვანი თამაშებიც ისეთი ფიასკოთი დასრულდება, როგორც სააკაშვილის ვოიაჟი

ნორმალური მომავალი თუ გვსურს, ამჯერად ჩრდილიდან მართული მარიონეტების თეატრი უნდა განადგურდეს, თავისუფლების დაცვა ღირსეულ ადამიანებს შეუძლიათ და არა ტრულაილებს, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქში“ წერს.

„მთელი ეს ჩრდილოვანი თამაშებიც ისეთი ფიასკოთი დასრულდება, როგორც სააკაშვილის ვოიაჟი.

ვისაც ჭკუა გაქვთ, შორს დადექით.

ვისაც, ჭკუასთან ერთად, პატიოსნებაც გაქვთ და ქვეყანა გიყვართ, დამოუკიდებელი პოლიტიკოსები გააძლიერეთ.

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ყოველთვის იყვნენ გონიერი და პატიოსანი ადამიანები, მაგრამ ისინი უტვინოებთან და უსინდისოებთან აგებდნენ შიდა კონკურენციას (ილია ჭავჭავაძე, აკაკი ბაქრაძე, ზურა ჭავჭავაძე …) და ეს ქვეყანას უკან ხევდა – მაჩანჩალობაში.

ნორმალური მომავალი თუ გვსურს, ამჯერად ჩრდილიდან მართული მარიონეტების თეატრი უნდა განადგურდეს და პატიოსანმა და გონიერმა ხალხმა უნდა მოიგოს – თავისუფლების დაცვა ღირსეულ ადამიანებს შეუძლიათ და არა ტრულაილებს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.