თამარ ჩერგოლეიშვილი - ერთიანი სია არის საჩუქარი ბიძინასთვის, შეგიძლიათ, იხილოთ ორბანის მაგალითი, როდესაც გაერთიანებული ოპოზიცია მასთან სასტიკად დამარცხდა
ერთიანი სია არის საჩუქარი ბიძინასთვის. შეგიძლიათ, იხილოთ ორბანის მაგალითი, როდესაც გაერთიანებული ოპოზიცია მასთან სასტიკად დამარცხდა, – ამის შესახებ ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ერთიანი სია არის საჩუქარი ბიძინასთვის. შეგიძლიათ, იხილოთ ორბანის მაგალითი, როდესაც გაერთიანებული ოპოზიცია მასთან სასტიკად დამარცხდა.
იგივე მოხდება აქაც. იმედია, ზურა ამას მხოლოდ იმიტომ იძახის, რომ მისი და ელენეს ხაბესთან და ვაშაძესთან შეერთება გაამართლოს (როგორც იმთავიდან იყო ჩაფიქრებული, სანამ ბაბლი არევდა) – რომ რაღაც უფრო დიდი უნდოდა და ეს გამოუვიდა.
უბრალოდ, ეს არ არის კეთილსინდისიერი საქციელი და ამომრჩეველი ამას მიხვდება“, – წერს ჩერგოლეიშვილი აზიარებს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებას, რომელმაც „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ „ყველაზე სწორი და მომგებიანი ფორმულა არის ერთი დიდი ერთობა“.