თამარ ჩერგოლეიშვილი - არსებობს ზომბი პარტია სახელად „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც აღარ აქვს არც ტვინი, არც ღირებულებები, ეს ზომბი უნდა განადგურდეს
არსებობს ზომბი პარტია – სახელად „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც აღარ აქვს არც ტვინი! არც ღირებულებები! არც ხედვა! – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გუშინ ჭიაბერაშვილი დაკომპლექსებულებად გვაცხადებდა ყველას, ვისაც ნაციონალური მოძრაობის ფუნდამენტური მიუღებლობა გვაქვს (ეგ უკომპლექსო ეგა!).
„ნაცების კომპლექსი” – რაღაც ასეთი ფენომენი მოიგონა, რომ თავი გონიერად გაასაღოს.
არ არსებობს არანაირი კომპლექსი.
არსებობს ზომბი პარტია – სახელად „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც აღარ აქვს არც ტვინი! არც ღირებულებები! არც ხედვა! მხოლოდ მისი დაზომბებული ლიდერის კონდიციაზეა მიბმული და კონვულსიურ მოძრაობებს აკეთებს.
(აწებებული ყავს ის ოპორტუნისტები, რომლებიც 5 ნომრის ქვეშ სამსახურის შოვნას აპირებენ – უნიჭოები არიან და სხვანაირად თავს ვერ ირჩენენ).
ეს ზომბი უნდა განადგურდეს.
დემოკრატიული დღის წესრიგი გაძლიერდეს და დემოკრატიული სივრცე გაფართოვდეს.
ასე მოხდება ცვლილება, რომელსაც დემოკრატიული სამყაროს მხარდაჭერა ექნება“, – წერს ჩერგოლეიშვილი.