თამარ ბაჩალიაშვილის დედა - ვენდობი ირაკლი შოთაძეს, ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ
თამარ ბაჩალიაშვილის დედა გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას დადებითად აფასებს.
როგორც თეონა თამაზაშვილმა ირაკლი შოთაძესთან თითქმის ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ის გამოძიებას ამ ეტაპზე ნდობას უცხადებს.
„კარგი შეხვედრა იყო და კმაყოფილი ვარ. ვენდობი ბატონ ირაკლი შოთაძეს, ყველაფერზე გექნებათ პასუხიო”, – განაცხადა გარდაცვლილის დედამ.
მისი თქმით, შეხვედრაზე ამერიკის ფედერალური ბიუროს საქმეში ჩართვის საკითხზე მიიღო პასუხი, რომ FBI საქმეში მეტნაკლებად ჩართულია.
ამასთან, თეონა თამაზაშვილის თქმით, პროკურორმა, მარიამ გოგორელიანმა მისთვის დასმული შეკითხვების გამო, რომელიც დაზარალებულ მხარეს არაეთიკურად მიაჩნია, ბოდიში მოიხადა.
„პოსტი არ დაუტოვებია, მაგრამ ჩვენი საქმიდან გაყვანილია. ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, ასე მითხრეს. ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.