„თალიბანი“ ქაბულის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეულ რეგულაციებს აწესებს
„თალიბანი“ ქაბულის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეულ რეგულაციებს აწესებს. თვითმხილველთა განცხადებით, დღეს დილიდან ქაოტურად შეკრების ნაცვლად, აეროპორტთან გრძელი რიგები ეწყობა. აეროპორტიდან კი ევაკუაციის პროცესი აქტიურად გრძელდება.
გასულ ღამით, ქაბულიდან 300-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა ავსტრალიამ. მათ შორის როგორც მათი ქვეყნის, ასევე ახალი ზელანდიის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოსა და ვიზის მქონე ავღანეთის მოქალაქეებიც არიან.
აეროპორტში ასაფრენ ბილიკზე სროლისა და ჭყლეტვის შედეგად, საერთო ჯამში გარდაცვლილია სულ მცირე 12 ადამიანი.
ტერიტორიაზე უსაფრთხოებას 5 800-მდე ამერიკელი ჯარისკაცი უზრუნველყოფს.