„თალიბანი“ აცხადებს, რომ პაკისტანის გადაწყვეტილება, ძალის გამოყენებით გააძევოს ავღანელი მიგრანტები, მიუღებელია
„თალიბანი“ აცხადებს, რომ პაკისტანის გადაწყვეტილება, ძალის გამოყენებით გააძევოს ავღანელი მიგრანტები, მიუღებელია

„თალიბანი“ აცხადებს, რომ პაკისტანის გადაწყვეტილება, ძალის გამოყენებით გააძევოს ავღანელი მიგრანტები, მიუღებელია. ამის შესახებ ქაბულში, თალიბანის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა განაცხადა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ პაკისტანის წინაშე არსებულ უსაფრთხოების პრობლემებში ავღანელები არ არიან დამნაშავეები.

„როიტერის“ ცნობით, ავღანეთში ამჟამად დაახლოებით 1,73 მილიონი ავღანელი ცხოვრობს, რომელთაც ლეგალური სტატუსი არ გააჩნიათ. პაკისტანის მთავრობაში განაცხადეს, რომ ამ ავღანელებს პაკისტანის დასატოვებლად ვადას პირველ ნოემბრამდე აძლევენ, შემდეგ კი მათ ძალის გამოყენებით გააძევებენ.

„პაკისტანის მთავრობის საქციელი ავღანელი ლტოლვილების მიმართ მიუღებელია“, – განაცხადა „თალიბანის“ ადმინისტრაციის პრესსპიკერმა.

ავღანეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ კვირას ორი ქვეყნის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქში, მეჩეთში აფეთქებას 50 ადამიანი ემსხვერპლა.

პაკისტანში აცხადებენ, რომ იანვრის შემდეგ ავღანეთის საზღვრის სიახლოვეს 24 ტერორისტული თავდასხმა მოხდა. როგორც ისლამაბადში ამბობენ, მათგან ნახევარი ავღანეთში მოქმედი მებრძოლების მიერ იყო ორგანიზებული.