ტაჯიკეთში ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ ტურისტებს დაეჯახა - დაღუპულია ოთხი ადამიანი
ტაჯიკეთში ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ ტურისტებს დაეჯახა. დაიღუპა ოთხი უცხოელი. მათ შორის აშშ-ის ორი მოქალაქე. კიდევ სამი ტურისტი დაშავდა.
ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა. ადგილობრივი მედიით ცნობით, შეჯახების შემდეგ ავტომობილში მსხდომი პირები მიიმალნენ.
როგორც ტაჯიკეთის ძალოვან უწყებებში აცხადებენ, ავტომობილის მძღოლი და მისი თანამგზავრი პოლიციამ დევნის დროს მოკლა. მათივე ცნობით, მანქანაში მსხდომმა პირებმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს.
გამოძიების ცნობით, ავტომანქანა, რომელიც ტურისტებს დაეჯახა, ქალაქ ნურეკში მცხოვრებ ჯაფარიდინ იუსუპოვს ეკუთვნის.