ტაჯ მაჰალი დაბინძურების გამო ფერს იცვლის
ტაჯ მაჰალი დაბინძურების გამო ფერს იცვლის

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ მთავრობას მოუწოდა, მოიძიოს საერთაშორისო მხარდაჭერა ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლის, ტაჯ მაჰალის გადასარჩენად.
„საშუალება რომ გქონდეთ, მაინც არ გამოიყენებთ“- ასე მიმართა კონსტიტუციური სასამართლოს წარმომადგენელმა მთავრობას. ინფორმაციას Time ავრცელებს.

საქმე ეხება მონუმენტის ფერის ცვლილებას, რომელიც ჰაერის დაბინძურებამ და მწერების ბოჭკოებმა გამოიწვია.

მეჩვიდმეტე საუკუნეში, თეთრი მარმარილოს ქვებით აგებულმა ტაჯ მაჰალმა, თავდაპირველად სიბინძურისგან გაყვითლება დაიწყო. ინდოეთის ხელისუფლებამ მახლობლად მდებარე ათობით ქარხანა დახურა, თუმცა ისტორიული ძეგლი კვლავ განაგრძობს ფერის ცვლილებას.

კონსტიტუციური სასამართლოს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება საკმარის ძალისხმევას არ იყენებს.

ტაჯ მაჰალი 1643 წელს, იმპერატორ შაჰ-ჯაჰანის შეკვეთით აიგო. იმპერატორის მეუღლე, არჯუმან ბანო ბეგუმი, 38 წლის ასაკში მეთოთხმეტე შვილის მშობიარობისას გარდაიცვალა და მის სახელზე შაჰ-ჯაჰანმა გრანდიოზული მავზოლეუმი ააგო.

ავტორი ზაურ გულიევი