კომპანია „ფერის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით ახმეტის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გადაეცა
კომპანია „ფერის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით ახმეტის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გადაეცა

საქართველოს მთავრობის 25 აპრილის განკარგულებით, კომპანია „ფერის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით ახმეტის მუნიციპალიტეტში არსებული უძრავი ქონება გადაეცა. საუბარია დაახლოებით 947 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე.

განკარგულებაში მითითებულია, რომ საპრივატიზებო პირობაა „სამყურისწყალი 2 ჰესის“ აშენება და ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღება.

ქონების ღირებულება, რომელიც 2 841 ლარს შეადგენს, კომპანიამ ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.