ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო თაჯ მაჰალის გახსნა გადაიდო
ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო თაჯ მაჰალის გახსნა გადაიდო

ინდოეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების გამო თაჯ მაჰალის გახსნა გადაიდო. „ბიბისის“ ინფორმაციით, ინდოეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 24,850 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 600 პაციენტი.

თაჯ მაჰალის მავზოლეუმის გახსნა 6 ივლისისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ადგილობრივი ქალაქი აგრა, სადაც თაჯ მაჰალი მდებარეობს, უტარ-პრადეშში, ინდოეთის ყველაზე ხალხმრავალ შტატში „კოვიდ-19“-ის შემთხვევებით პირველ ადგილზეა.

ოფიციალური პირების განცხადებით, თაჯ მაჰალის გახსნამ შესაძლოა, „კოვიდ-19“-ის გავრცელებას შეუწყოს ხელი.