ტაივანში ჩატარებული გამოძიების თანახმად, ლიბანში აფეთქებული პეიჯერები ტაივანში დამზადებული არ იყო
ტაივანში ჩატარებული გამოძიების თანახმად, ლიბანში აფეთქებული პეიჯერები ტაივანში დამზადებული არ იყო

ლიბანში აფეთქებული პეიჯერები არ იყო დამზადებული ტაივანში, – ამის შესახებ ტაივანის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებით ხდება ცნობილი. გამოძიების თანახმად, სექტემბერში ლიბანში აფეთქებული პეიჯერები არ იყო ტაივანში დამზადებული და არ არსებობს კონკრეტული სამხილი, რომელიც დაამტკიცებს საპირისპიროს.

ტაივანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონკრეტული პეიჯერის მოდელი, რომელიც ლიბანში აფეთქდა, იყო დამზადებული, გაყიდული და გაგზავნილი „Frontier Group Entity“-ის მიერ ტაივანის ფარგლებს გარეთ.

შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს ლიბანში, მათ შორის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ რაიონში, თითქმის ერთდროულად აფეთქდა „ჰეზბოლას“ წევრთა პეიჯერები, რომლებსაც კავშირის საშუალებად იყენებდნენ. მომხდარის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 300-ზე მეტი დაშავდა.