ტაივანის პრეზიდენტი - სამძიმარს ვუცხადებ ყველას, ვინც ჩინეთში მიწისძვრის შედეგად საყვარელი ადამიანი დაკარგა, ტაივანი მზად არის, დაეხმაროს ჩინეთს ამ კატასტროფის აღმოსაფხვრელად
ტაივანის პრეზიდენტმა ჩინეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა და ჩინეთს დახმარება შესთავაზა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში X-ში წერს.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ყველას, ვინც მისთვის საყვარელი ადამიანი დაკარგა ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად. ჩვენ ვლოცულობთ, რათა ყველა დაზარალებულმა მიიღოს საჭირო დახმარება. ტაივანი მზად არის, დაეხმაროს ჩინეთს ამ კატასტროფის აღმოსაფხვრელად“, – წერს ტაივანის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა დღეს, გამთენიისას მოხდა.