ტაივანის პრეზიდენტი – სამძიმარს ვუცხადებ ყველას, ვინც ჩინეთში მიწისძვრის შედეგად საყვარელი ადამიანი დაკარგა, ტაივანი მზად არის, დაეხმაროს ჩინეთს ამ კატასტროფის აღმოსაფხვრელად

11:06, 19.12.2023

ტაივანის პრეზიდენტმა ჩინეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა და ჩინეთს დახმარება შესთავაზა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში X-ში წერს.

„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ყველას, ვინც მისთვის საყვარელი ადამიანი დაკარგა ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად. ჩვენ ვლოცულობთ, რათა ყველა დაზარალებულმა მიიღოს საჭირო დახმარება. ტაივანი მზად არის, დაეხმაროს ჩინეთს ამ კატასტროფის აღმოსაფხვრელად“, – წერს ტაივანის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა დღეს, გამთენიისას მოხდა.

მსგავსი