„თაიმსი“ - ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატი ბორის ჯონსონი გამარჯვების შემთხვევაში ვადამდელი საყოველთაო არჩევნების ჩატარებას გეგმავს
„თაიმსი“ - ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატი ბორის ჯონსონი გამარჯვების შემთხვევაში ვადამდელი საყოველთაო არჩევნების ჩატარებას გეგმავს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატი, ბორის ჯონსონი გამარჯვების შემთხვევაში ვადამდელი საყოველთაო არჩევნების ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „თაიმსი“ ავრცელებს.

რამდენიმე თვის წინ ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოსვლამდე ვადამდელი არჩევნების ჩატარება „სისულელე“ იქნებოდა, თუმცა ახლა მის გუნდში ამბობენ, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, მომავალი წლის ზაფხულამდე გეგმავენ.

„გვაქვს ამის გაკეთების სურვილი, ვიდრე ჯერემი კორბინი პოსტს ინარჩუნებს, ლეიბორისტები დაყოფილები არიან – ბრექსითი მათ ღუპავთ. ლეიბორისტები, არ არიან მზად, რომ საყოველთაო არჩევნებისთვის იბრძოლონ“, – განაცხადა ბორის ჯონსონის პარტიის ერთ-ერთმა წევრმა „თაიმსთან“ საუბრის დროს.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ბორის ჯონსონი გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს, რომ ოქტომბრამდე პარლამენტის მუშაობა შეაჩეროს იმისთვის, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი პარლამენტის თანხმობის გარეშე დატოვოს.