ტაილანდში სკოლის ავტობუსი დაიწვა, დაღუპულია 25 ადამიანი, არიან დაშავებულებიც
ტაილანდში სკოლის ავტობუსი დაიწვა, დაღუპულია 25 ადამიანი, არიან დაშავებულებიც

ტაილანდში სკოლის ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 25 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ბანგკოკში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულია 16 მოსწავლე და სამი მასწავლებელი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება.

შემთხვევას გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. პაეტონგტარნ შინავატრას ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.