ტაილანდში ავტობუსს, რომელსაც მიგრანტი მუშები გადაჰყავდა, ცეცხლი გაუჩნდა - დაიღუპა 20 ადამიანი
ტაილანდში ავტობუსს, რომელსაც მიგრანტი მუშები გადაჰყავდა, ცეცხლი გაუჩნდა - დაიღუპა 20 ადამიანი

ტაილანდში, ტაკის პროვინციაში ცეცხლი გაუჩნდა ავტობუსს, რომელსაც მიგრანტი მუშები გადაჰყავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 20 ადამიანი. შემთხვევის დროს ავტობუსში 47 ადამიანი იმყოფებოდა, კერძოდ, ტაილანდში სამუშაოდ ჩასული მიანმარელი არალეგალი მიგრანტები.

ამ დროისთვის უცნობია, რის გამო გაჩნდა ცეცხლი. მომხდარს პოლიცია იძიებს.

ავტობუსს მუშები ტაილანდის სასაზღვრო ქალაქიდან ბანგკოკში გადაჰყავდა.