ბანგკოკში, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა

16:30, 03.10.2023

ბანგკოკში, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. პოლიციამ 14 წლის ბიჭი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

შემთხვევას გამოეხმაურა ტაილანდის პრემიერ-მინისტრი სრეტა ტავისინი. ის ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო.

თავდასხმის მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი