ტაილანდის ვიცე-პრემიერი ისრაელში გაემგზავრა, რათა „ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული 17 ტაილანდელი მძევალი სამშობლოში დააბრუნოს

11:54, 28.11.2023

ტაილანდის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი პარნპრე ბაჰიდჰა-ნუკარა ისრაელში გაემგზავრა, რათა „ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული 17 ტაილანდელი მძევალი სამშობლოში დააბრუნოს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ვიცე-პრემიერი ასევე გეგმავს, მოინახულოს ტაილანდის სამი მოქალაქე, რომლებიც 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის დროს მიღებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რამდენადაც ცნობილია,  „ჰამასის“ ტყვეობაში ტაილანდის კიდევ 15 მოქალაქე რჩება.

მსგავსი