ტაილანდის ვიცე-პრემიერი ისრაელში გაემგზავრა, რათა „ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული 17 ტაილანდელი მძევალი სამშობლოში დააბრუნოს
ტაილანდის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი პარნპრე ბაჰიდჰა-ნუკარა ისრაელში გაემგზავრა, რათა „ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული 17 ტაილანდელი მძევალი სამშობლოში დააბრუნოს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ვიცე-პრემიერი ასევე გეგმავს, მოინახულოს ტაილანდის სამი მოქალაქე, რომლებიც 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის დროს მიღებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რამდენადაც ცნობილია, „ჰამასის“ ტყვეობაში ტაილანდის კიდევ 15 მოქალაქე რჩება.