ტაილანდის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ „ჰამასმა“ მძევლად აყვანილი 12 ტაილანდელი გაათავისუფლა
ტაილანდის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ „ჰამასმა“ მძევლად აყვანილი 12 ტაილანდელი გაათავისუფლა

ტაილანდის პრემიერ-მინისტრი სრეტა ტავისინი აცხადებს, რომ „ჰამასმა“ მძევლად აყვანილი 12 ტაილანდელი გაათავისუფლა.

ტაილანდის ლიდერის ცნობით, საელჩოს წარმომადგენლები ამჟამად მიემართებიან მათ წამოსაყვანად. ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, სად იმყოფებიან ამჟამად გათავისუფლებულები.

მანამდე ეგვიპტურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტის მთავრობის შუამავლობით მიღწეულია შეთანხმება ტაილანდის 12 მოქალაქის გათავისუფლებაზე.

ბანგკოკის მონაცემებით, ისრაელზე 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის დროს მძევლად აიყვანეს ტაილანდის 26 მოქალაქე. ტაილანდის მოქალაქეების გათავისუფლება ისრაელსა და „ჰაამსს“ შორის კატარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ნაწილი არ არის. ამ შეთანხმების ფარგლებში დღეს ელოდებიან 13 ისრაელელის გათავისუფლებას, ასევე ისრაელის ციხეებიდან უნდა გამოუშვან 39 პალესტინელი ქალი და არასრულწლოვანი.