საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მცხეთობას, სვეტიცხოვლობას, იგივე კვართის დღესასწაულს აღნიშნავს.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარა.
სვეტიცხოველში შესვლამდე მოქალაქეებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდათ. მათ ასევე მოეთხოვებოდათ პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.
მსახურებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და თბილისის მერი კახა კალაძე.