სვეტიცხოვლობა [ფოტო]
სვეტიცხოვლობა [ფოტო]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მცხეთობას, სვეტიცხოვლობას, იგივე კვართის დღესასწაულს ​აღნიშნავს.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარა.

სვეტიცხოველში შესვლამდე მოქალაქეებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდათ. მათ ასევე მოეთხოვებოდათ პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

მსახურებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და თბილისის მერი კახა კალაძე.