სვეტიცხოველში ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი მიმდინარეობს
სვეტიცხოვლის ტაძარში ერეკლე მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი მიმდინარეობს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ერეკლე მეფის შესახებ მოუფრთხილებელმა განცხადებებმა საზოგადოებაში გულისწყრომა გამოიწვია.
„მეფე ერეკლესთვის და წმინდანებისთვის, რომლებიც აქ არიან დასვენებული, სრულდება პარაკლისი. მსახურებას მღვდელმთავრები შეასრულებენ. ესწრება მრევლი როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.
დროდადრო ყველაზე სენსიტიურ თემებზე გაკეთებული მოუფრთხილებელი განცხადებები საზოგადოებაში იწვევს დაპირისპირებას, იწვევს ადამიანების წყენას, გულისწყრომას და საჭიროა, რომ იყოს ერთსულოვნება და ლოცვით გადავლახოთ ხოლმე ყოველგვარი უკმაყოფილება ჩვენს შიგნით. იცით, რომ ერეკლე მეორეს შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა ძალიან დიდი გულისწყრომა გამოიწვია ბევრ ადამიანში და ამას მოჰყვა ეს“, – განაცხადა დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.
მანამდე საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომლითაც მივმართავთ 4 ივნისს სვეტიცხოველში შეკრებილ მრევლს მიმართა, რომ „რაც უნდა პროვოკაციულად გვეჩვენოს შეკითხვა, არ გავცდეთ ქრისტიანული ცხოვრების წესს, ასე მივაგოთ პატივი საქართველოს ღირსეულ შვილებს“.