სვეტიცხოველში ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი გადაიხადეს

სვეტიცხოველში ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი გადაიხადეს.

ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო წარსულში, დღესაც და მომავალშიც, იქნება ბურჯი, დამცველი დანარჩენი მსოფლიოსი.

„დღეს ჩვენ უფალს შევავედრებთ მეფე ერეკლეს უკვდავი სული. ამბობენ, მეფეს 80 ჭრილობა ჰქონდა სხეულზე, სულ ცოტა 60 დიდი ომი მაინც აქვს გადახდილი. საქართველო წარსულში, დღესაც და მომავალშიც, გვწამს იქნება ბურჯი, დამცველი იმ დანარჩენი მსოფლიოსი, რომელიც ჩვენგან ევროპისკენ არსებობენ და ასევე ჩვენი ისტორიული კავშირი აღმოსავლეთთან დიდი იყო, ამ ფესვსაც გამოღვიძება, გამაგრება სჭირდება, რადგან ჩვენ აღმოსავლეთი ეკლესიის წევრი ვართ, მათგან გვისწავლია. დღეს ჩვენი თაობის ვალია, შევისწავლოთ ჩვენი ძირი, თუ საიდან მოვდივართ, ვიყოთ მხნე აღმსარებლები დღევანდელობაში ჩვენი ტრადიციული რწმენისა, ვიყოთ მოქალაქენი იმ კეთილგონიერი მსოფლიოსი, რომელსაც არ უყვარს ომი და და უყვარს ღმერთი მშვიდობისა“, – აღნიშნა მეუფე დავითმა.