ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა გორის რაიონის სოფელ სვენეთთან მოხდა. დასავლეთიდან თბილისისკენ მოძრავი ფორდის მარკის ნახევრად სატვირთო ავტომანქანა და „მიცუბიშის“ მარკის ჯიპი ერთმანეთს შეეჯახა.
ჯიპის მძღოლი მსუბუქი დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.