სვენ მიქსერი - მხარს ვუჭერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სამივე ასოცირებული ქვეყნისთვის, ვფიქრობ, არსებობს უტყუარი საფრთხეები, რაც შეიძლება, გაყოფას მოჰყვეს
სვენ მიქსერი - მხარს ვუჭერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სამივე ასოცირებული ქვეყნისთვის, ვფიქრობ, არსებობს უტყუარი საფრთხეები, რაც შეიძლება, გაყოფას მოჰყვეს

ესტონელი ევროპარლამენტარის სვენ მიქსერის განცხადებით, მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სამივე ასოცირებული ქვეყნისთვის. მისივე თქმით, ერთნაირ მიდგომას ისურვებდა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით,

როგორც სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებზე განაცხადა, სამივე ქვეყანა იმსახურებს, იყვნენ აღიარებული მომავალ წევრებად.

„მხარს ვუჭერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სამივე ასოცირებული ქვეყნისთვის. ვფიქრობ, არსებობს უტყუარი საფრთხეები, რაც შეიძლება, გაყოფას მოჰყვეს. უმრავლესობას ამ პარლამენტში და ევროპულ ინსტიტუციებში სურთ, გაუგზავნონ მკაფიო მესიჯი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ჩვენ ველოდებით რეალურ ნაბიჯებსა და რეფორმებს. უკრაინა ომშია და ვფქრობ, ეს მას შედარებით წინ აყენებს, მაგრამ ვისურვებდი ერთნაირ მიდგომას, ჩანაწერს საქართველოსთან და მოლდოვასთან დაკავშირებით. ზოგადად, ყველა ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს ფუნდამენტურ მოთხოვნებსა და პრინციპებს, მაგრამ დღეს სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური ნაბიჯი. მჯერა, ამ სტატუსს იმსახურებს უკრაინელი ხალხიც, მოლდოველი ხალხიც და ქართველი ხალხიც. იმედი მაქვს, ქართველი პოლიტიკოსები და მთავრობის წარმომადგენლები დაინახავენ, რომ შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა, გააკეთებენ იმას, რაც გასაკეთებელია ფანჯრის დახურვამდე. სამივე ქვეყნის მომავალი უნდა იყოს ევროკავშირში, ისინი იმსახურებენ, იყვნენ აღიარებული მომავალ წევრებად. საბოლოო გაწევრიანება დიდი პროცესია და დღეს ამისთვის არც ერთი ასოცირებული ქვეყნა მზად არაა, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, დღეს კანდიდატს სტატუსი არის პოლიტიკური და სიმბოლური სტატუსი“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.