ანალენა ბერბოკი – საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული შესაძლებლობა, რომელსაც ათობით ათასი ადამიანი ქუჩებში უჭერს მხარს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თბილისში გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული შესაძლებლობა, რომელსაც ათობით ათასი ადამიანი ქუჩებში უჭერს მხარს. მისი საფუძველი არის დემოკრატიული, აქტიური და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება. მთავრობაზეა დამოკიდებული, რომ განზრახ არ დაბლოკოს მომავლისკენ გზა“, – წერს ბერბოკი.
Georgiens #EU-Kandidatenstatus ist eine historische Chance, die von zehntausenden Menschen auf den Straßen getragen wird. Ihr Fundament ist eine demokratische, lebendige und kritische Zivilgesellschaft. Es ist an der Regierung, den Weg in die Zukunft nicht mutwillig zu verbauen.
— Außenministerin Annalena Baerbock (@ABaerbock) May 1, 2024