ანალენა ბერბოკი - საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული შესაძლებლობა, რომელსაც ათობით ათასი ადამიანი ქუჩებში უჭერს მხარს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თბილისში გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული შესაძლებლობა, რომელსაც ათობით ათასი ადამიანი ქუჩებში უჭერს მხარს. მისი საფუძველი არის დემოკრატიული, აქტიური და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება. მთავრობაზეა დამოკიდებული, რომ განზრახ არ დაბლოკოს მომავლისკენ გზა“, – წერს ბერბოკი.