უშბაზე დაშავებული ტურისტების დასახმარებლად სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ დაშავებული სავარაუდოდ უკრაინის მოქალაქეა.
არსებული ინფორმაციით ტურისტები უშბაზე ადიოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი დაშავდა.