სვანეთში, მდინარე ენგურში მაშველებმა მეორე ადამიანის ცხედარი იპოვეს
სვანეთში, მდინარე ენგურში მაშველებმა მეორე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა განუცხადა.
ვიბლიანის თქმით, ამ დრომდე გრძელდება მესამე ადამიანის სამძებრო სამუშაოები, რომელშიც ჩართული არიან როგორც მაშველები, ასევე ადგილობრივები.
მაშველებმა მდინარეში ძებნა-შველის ღონისძიებების შედეგად პირველი ადამიანის ცხედარი 5 მაისს იპოვეს.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში 2 მაისს გადავარდა. ავტომობილში სამი პირი იმყოფებოდა.