სვანეთში, მდინარე ენგურში მაშველები სამ ადამიანს ეძებენ.
გუშინ, გვიან ღამით მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა.
როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მანქანაში მყოფი ორი არასრულწლოვანი სოფელ ნაკრას მკვიდრია, ერთი კი – ზუგდიდის. მისი თქმით, შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს.
„დილით ადრე დაიწყო არასრულწლოვანთა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. ძებნაში ჩართული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, მონაწილეობს ასევე ძალიან ბევრი ადგილობრივი“, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.