სურსათის სააგენტომ ზესტაფონში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს.
სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე თვის განმავლობაში, აღნიშნულ ობიექტებში შემოწმება მეორედ ტარდება. პირველ ეტაპზე ინსპექტირება 31 ობიექტში განხორციელდა, საიდანაც, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, 16-ს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამ დროისთვის საწარმოო პროცესი ყველა ბიზნესოპერატორს აღუდგა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის ვასილ ბასილაძის განცხადებით, ბიზნესოპერატორებმა სააგენტოს მიერ მიცემული მითითებები გაითვალისწინეს და, გადამოწმებისას, არც ერთი კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა.