სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ მოხუცთა თავშესაფარზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 13 ადამიანი
რუსი სამხედროების მხრიდან სუმის ოლქზე განხორციელებულ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 13 პირი დაშავდა.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდასხმა სუმში მდებარე გერიატრიულ პანსიონატზე მართვადი საავიაციო ბომბით განხორციელდა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, თავშესაფარში 200-ზე მეტი ხანდაზმული ცხოვრობდა.
დაწესებულებაში მყოფების შენობიდან გამოყვანა მალევე მოხერხდა. მათ დახმარებას შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უწევენ.
გავრცელებული ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს ადამიანების ევაკუაცია სხვა დაწესებულებებში. შენობიდან ევაკუირებულია 147 ადამიანი, ხოლო ნანგრევებში არავინაა მოყოლილი.